ახალი ამბები

გაბაშვილი: კარბელაშვილს პოლიციამ პროვოკაცია მოუწყო

10 აგვისტო, 2015 • • 973
გაბაშვილი: კარბელაშვილს პოლიციამ პროვოკაცია მოუწყო

როგორც გაბაშვილი ჰყვება, გიორგი კარბელაშვილი იმყოფებოდა ომში დაღუპული გმირის, დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე, სადაც იყვნენ მისი თანამებრძოლები, ოჯახის წევრები. 

 

“იქიდან კარბელაშვილი დავით ბლიაძის ბიძაშვილთან, ელგუჯა ბლიაძესთან ერთად წამოვოდა. მათ გზა გადაუღობა პოლიციამ. ეს არ იყო ჩვეულებრივი შემოწმება, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. პოლიცია იყო აგრესიული, როგორც ჩანს, მათ იცოდნენ რომ ჩვენი დეპუტატი იმყოფებოდა ამ საღამოზე. პოლიციამ გამოიწვია კარბელაშვილთან და დაღუპულის ბიძაშვილთან შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. მათზე მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა და მთელი ღამის განმავლობაში ვერ ვარკვევდით, რაში იყო საქმე. ვიცე-სპიკერი, გიორგი ბარამიძე იმყოფებოდა იქ, რომელიც არ შეუშვეს იქ ფიზიკურ-შეურაცხყოფამიყენებული მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ. ელგუჯა ბლიაძე ახლაც დაკავებულია. ეს არის აშკარა უფლებამოსილების გადამეტება. მოვითხოვთ ამ ფაქტის გამოძიებას, იმ ადამიანების დასჯას, ვინც ასე მოიქცა და ელგუჯა ბლიაძის სასწრაფო გათავისუფლებას”, – აცხადებს გიორგი გაბაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი