ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო ქადაგიძე დასახელდა

10 მარტი, 2020 • 1271
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო ქადაგიძე დასახელდა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო ქადაგიძე შეარჩია.

როგორც “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, სხდომაზე დადგა მხოლოდ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა და მას საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

საბჭოს სხდომამდე გამართულ კონსულტაციებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ინფორმაციით შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურა სახელდებოდა.

იუსტიციის საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შერჩეული კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება. უზენასი სასამართლოს თავმჯდომარე 10 წლის ვადით აირჩევა.

ნინო ქადაგიძის პორტფოლიო შეგიძლიათ ნახოთ აქ:

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები – OSGF

მასალების გადაბეჭდვის წესი