ახალი ამბები

საქართველო-ირანს შორის გაზით, დენითა და სარწყავი წყლით ვაჭრობის საკითხები განიხილება

8 აგვისტო, 2015 •
საქართველო-ირანს შორის გაზით, დენითა და სარწყავი წყლით ვაჭრობის საკითხები განიხილება

პარლამენტის ცნობით, ირანის მხარის ინიციატივით, ირანსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული წლიური 200-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა მომავალ წლებში გაათმაგდეს და იგეგმება 2 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

 

პარლამენტის ცნობით, ირანთან ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ვაჭრობის საკითხი დაისვა.

 

სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიცესპიკერის, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით იმყოფება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სარწყავი წყლის საქართველოდან ირანისთვის მიწოდების საკითხზე, ასევე განიხილეს საქართველოს გავლით ტრანსპორტირების გაზრდის შესაძლებლობებზე.

 

ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დოქტორ ჰოსეინ მოაედინ სადრისთან და ჯგუფის წევრებთან გაიმართა.

 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე, ირანელ მოქალაქეებზე  და ასევე რეგიონიში მცხოვრებ ყველა ერზე, აცხადებს საქართველოს პარლამენტი.

 

შეხვედრაზე ირანსა და საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. დოქტორ ჰოსეინმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის.

ირანის დროშა
ირანის დროშა

მასალების გადაბეჭდვის წესი