ახალი ამბები

მერიის ცნობით, ჩიქოვანის ქუჩაზე მოსაჭრელი 23 ხის უმეტესობა გამოფიტულია

8 აგვისტო, 2015 • • 1158
მერიის ცნობით, ჩიქოვანის ქუჩაზე მოსაჭრელი 23 ხის უმეტესობა გამოფიტულია

კახა გავაშელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ გზის გაფართოების მოთხოვნით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კოლექტიური წერილით არაერთხელ მიმართეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შუამდგოლობით მიაწოდა მერიას.

 

კითხვას, შეიძლებოდა თუ არა რომ ხეების მოჭრის გარეშე გაფართოებულიყო გზა, გავაშელი უარით პასუხობს. მოსაჭრელი ხეების დიდი ნაწილი საღი არ არის, ამბობს იგი.

 

“არის სულ 23 ძირზე საუბარი. აქედან დიდი ნაწილი შემოწმებული აქვს ბოტანიკის ინსტიტუტს, შესაბამისი დასკვნაც არსებობს, რომ ხეების დიდი ნაწილი არის გამოფიტული. აუცილებელიც კი იყო დიდი ნაწილის მოჭრა. ის მცირე ნაწილი, რომელზეც არის საუბარი, არის გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე”, – ამბობს კახა გავაშელი.

 

კახა გავაშელის განმარტებით, გზა იმ ნაწილში ფართოვდება, რომლითაც ჩიქოვანის ქუჩა ესტაკადას უკავშირდება. ამჟამად ბეტონის კონსტრუქცია ეწყობა, რომელიც, რომელიც იქნება საყრდენი კედელი, რის მეშვეობითაც მეორე ეტაპზე უნდა გაფართოვდეს გზა. მერია გეგმავს, რომ  გზის გაფართოება მიმდინარე წელში უნდა დასრულდეს.

 

დღეს ჩიქოვანის ქუჩაზე მერიის ნებართვით საბურთალოს რაიონის გამგეობამ ჩიქოვანის ქუჩაზე 3 ხე მოჭრა, დანარჩენი 21 ხის მოჭრის შესაძლებლობა “პარტიზანული მებარეობის წევრებმა არ მისცეს. “პარტიზანული მებაღეობის” წევრები ეწინააღმდეგებიან ხეების მოჭრას.

მოჭრილი ხეები ჩიქოვანის ქუჩაზე. ფოტო: ნატა ფერაძე
მოჭრილი ხეები ჩიქოვანის ქუჩაზე. ფოტო: ნატა ფერაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი