ამით ჩრდ. კორეა ხაზს უსვამს საკუთარ დამოუკიდებლობას და აცხადებს, რომ კორეაში იაპონიის შეჭრის შემდეგ, ”სუსტმა იმპერიალისტებმა” მათი დროც კი მიითვისეს და ახლა ისინი რეალურ სასაათო სარტყელს უბრუნდებიან.
BBC წერს, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ აკონტროლო დრო, ამას მათ არანაირი რეგულაცია არ უკრძალავს. თუმცა ჩრდ. კორეის დროის ცვლილება მცირედ აცდენებს გამოიწვევს. როგორც სეულის ოფიციალური პირები აცხადებენ, განსხვევულობა და ცალკე დგომის სურვილი ორი კორეული ქვეყნის შეთანხმებულ მუშოაბასა და დაახლოებას უშლის ხელს.
2011 წელს სამოამ 1 დღით უკან გადასწია საათები, რათა უკეთ მორგებოდა მეზობელი ავსტალიისა და ახალი ზელანდიის დროებს. ამიტომ ჩრდ. კორეა პირველი ქვეყანა არ იქნება, რომელიც საკუთარ სასაათო სარტყელს შექმნის.
2007 წელს ვენესუელამ პრეზიდენტ უგო ჩავესის სურვილით 30 წუთით უკან დაიხია, რათა ”მზის ამოსვლა უფრო სამართლიანად გადანაწილებულიყო”. ვენესუელა ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მერიდიანს 4,5 საათით ჩამორჩება.