შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, მათ ტოქსიკური მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა მოწამვლის ზუსტი მიზეზის დასახელება ჯერ არ შეუძლიათ. მოგვიანებით მსგავსი სიმპტომებით სასწრაფო დახმარების ბრიგადის ერთი-ერთი ექიმიც გადაიყვანეს კლინიკაში.





