ზაქარეიშვილის თქმით, მოლოდინის საფუძველი, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მალე მატარებელი გაივლის, არ არსებობს და აღნიშნულ კონტექსტში უცნაურია, რომ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა არარსებული რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს.
“ამგვარ სამუშაოებს მაშინ აქვს აზრი, როცა არსებობს მოლოდინი ან მოლოდინის საფუძველი მაინც, რომ იქ ახლო მომავალში მატარებელი გაივლის. ამ შემთხვევაში კი, ასეთი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ამ თემის წამოწევის მიზანი იგივეა, რაც ბანერებისა და მავთულხლართების განთავსებისა – იყოს ქართული საზოგადოების ნაწილი მუდმივი რეაგირების რეჟიმში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა არარსებული პროექტების რეანიმაციისა. იმედია, ქართული საზოგადოების ნაწილი ამჯერად მიხვდება, რომ ამგვარი პროექტები ფუჭია და ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას”, – განაცხადა ზაქარეიშვილმ მედიასთან საუბარში.