ახალი ამბები

კასპის მერი გადადგა

9 მარტი, 2020 • 1382
კასპის მერი გადადგა

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კასპის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც მერიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, მერებაშვილმა თანამდებობა დღეს, პირადი გნაცხადების საფუძველზე დატოვა, გადაწყვეტილების მიზეზი კი თანამშრომლებისთვის უცნობია.

კასპის მერიაში ამბობენ, რომ მერებაშვილმა დღეს დაახლოებით 11 საათისთვის მერიის თანამშრომლები დაიბარა, მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

მერებაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი