“ერთადერთი ცნობა, რომელიც გაგვაჩნია ამ ეტაპზე, ეს არის აღმასრულებლისგან მოსული ცნობა მანქანების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ამაზე გვაცნობეს, რომ მათი გაყიდვა-გაქირავება აკრძალული გვაქვს. ცოტა გაუგებარია, რატომ გაქირავება. ამან შეიძლება სამეწარმეო საქმიანობაში ხელი შეგვიშალოს. გარდა ამისა, აღმასრულებელს მივმართეთ, რომ მოეწოდებინათ ჩვენთვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აღსრულების დავალება გაიცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პასუხი არ გვაქვს”, – აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ რომ ტელეკომპანიის სხვა ქონების დაყადაღებაც იგეგმება, მათთვის ოფიციალურად არავის მოუწოდებია.
“როდესაც მხარემ მიმართა სასამართლოს დაყადაღებაზე, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს მიმართვა. ასევე უნდა ემსჯელა, რა ზიანი მიადგებოდა მოპასუხე მხარეს, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს. ეს არის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლა და ეს ფაქტი, ზოგადად, თავისუფალ მედიას საფრთხეს უქმნის”.
რუსთავი 2-ის ავტომობილების დაყადაღების შემდეგ, შესაძლოა, ტელეკომპანიის სხვა ქონებაც დააყადაღონ. ამის შესახებ ნეტგაზეთს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ განუცხადა.