ახალი ამბები

პოლიტიკაში ჩართვის საშუალებაც უნდა მომეცეს – სააკაშვილი საარჩევნო შეთანხმებაზე

8 მარტი, 2020 • 2132
პოლიტიკაში ჩართვის საშუალებაც უნდა მომეცეს – სააკაშვილი საარჩევნო შეთანხმებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ეხმიანება 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციით შედგა.

“ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ! აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები.ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს.

არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას! ახლა მთავარია, მობილიზება და შეტევა გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


ოპოზიციამ და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ თქვეს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის თქმით, ამ შეთანხმების შედეგად:

  1. ციხეებიდან გათავისუფლდებიან ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები;
  2. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით;
  3. პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი დაიწევს 1%-მდე.

ნახეთ ვრცლად:

მემორანდუმი – რაზე შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი