ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

6 აგვისტო, 2015 •
რუსთავი 2-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

ორშაბათს, 10 აგვისტოს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

 

“ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის დაბრუნებაზე პრეტენზიები 2012 წლიდან გაუჩნდა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის მხარდამჭერ განცხადებებს ღიად აკეთებდა და ქიბარ ხალვაში და ფატი ხალვაში ქართული ოცნების ქობულეთის მაჟორიტარად ამ კუთხით შეირჩა. ივანიშვილის ღია მხარდაჭერაზე საუბრობდა ეროსი კიწმარიშვილიც და აცხადებდა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ვერანაირი სამართლებრივი მოქმედება მის გარეშე ვერ დაიწყებოდა, რადგან 2009 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდებოდა, რომ მას წილის სანაცვლოდ ქიბარ ხალვაშისგან თანხა არ მიუღია. ქიბარ ხალვაშის შემდეგ, წილების დასაბრუნებლად დავა, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმაც დაიწყეს. დავით დვალმა და ჯარჯი აქმიძემ, წილების დათმობის შესახებ ჩვენებები პროკურატურასაც მისცეს. კომენტარის გაკეთებას ისინი მომდევნო კვირაში გეგმავენ”, – წერია რუსთავი 2-ის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი