“ახლა უკვე გაგვზაჩნია სამხილი, რომ ბოინგ MH370 ტრაგიკულად დაეშვა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში,”- განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
ნაჯიბ რაზაკის თქმით, ექსპერტიზა დასრულებულია და თვითმფრინავის ფრთა და რამდენიმე ნაწილი გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგისაა. ნაწილები რამდენიმე დღის წინ იპოვეს კუნძულის სანაპიროსთან.
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი, რომელსაც კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით 239 მგზავრი გადაჰყავდა 2014 წლის მარტში გაუჩინარდა. ძიების მიუხედავად ბოინგის პოვნა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობდა.