ახალი ამბები

EaP CSF: აჭარის TV-ს მოვლენები აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

6 მარტი, 2020 • 725
EaP CSF: აჭარის TV-ს მოვლენები აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია.

ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

“აღმაშფოთებელია ფაქტი, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკუთარი თანამშრომელების პროტესტს.

არხის სარედქციო საქმიანობისგან ხდება იმ ადამიანების ეტაპობრივი ჩამოცილება, ვინც, მონაწილეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზციის მიერ შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომელთა ნაწილმა 2 მარტს გაფიცვა დააანონსა და ელოდება მედიაციის შედეგებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” – აცხადებენ განცხადებაზე ხელმომწერები.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აცხადებს, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად, მათი თქმით, შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას.

“საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამგვარ ჩარევებს წინააღმდეგობას უწევენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განახორციელონ ქმედითი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ” – აცხადებენ ხელომწერები.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ლიბერალური აკადემია თბილისი
2. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
3. ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“
4. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
5. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
6. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
7. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
8. ახალგაზრდული ალტერნატივა
9. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
10. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
11. ასოციაცია ტოლერანტი
12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
13. მედიის განვითარების ფონდი
14. “საერთაშორიეო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”
15. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო
16. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977/

მასალების გადაბეჭდვის წესი