გუშინ 5 მარტს, ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მკურნალმა ექიმმა ისაუბრა.
ის დღეს თბილისში, ივ.ბოკერიას სახელობის კლინიკაში, ხაშურის რეფერალური კლინიკიდან გადმოიყვანეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ კვლევების შემდეგ გამოვლინდება, სჭირდება თუ არა მას ოპერაცია.
23 წლის ქალს ყოფილი ქმარი გუშინ დღისით დაესხა თავს. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს.