ახალი ამბები

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

5 მარტი, 2020 • 1008
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დააკავეს კაცი, რომელმაც ხაშურში ყოფილი მეუღლე დაჭრა. შემთხვევა დღეს 5 მარტს მოხდა.

შსს-ს ცნობით, 28 წლის კაცი ყოფილ ცოლს –  24 წლის ქალს ქუჩაში დაესხა თავს და დაჭრა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შემთხვევის დროს ქუჩაში გამვლელებიც იმყოფებოდნენ.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს მუხლი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რაც შეეხება ქალს, სასწრაფოს ინფორმაციით, ის მედიკოსების მისვლამდე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“სამართალდამცველებმა მ.ლ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი