ახალი ამბები

გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

4 აგვისტო, 2015 • • 1123
გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურმა განგვიცხადა, 4 დაშავებული სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ნათია გედენიძის ცნობით, დაშავებულთა შორის ერთი მეხანძრეა, რომელსაც სახის არეში ჰქონდა დამწვრობა. მისი თქმით, მეხანძრე თვალის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება.

”გარდა ამისა, მე-5 დაშავებული იყო მაშველი, რომელსაც ბოლის ინტოკსიკაცია ჰქონდა და ადგილზე აღმოვუჩინეთ სამედიცინო დახმარება. პირველი სამი დაშავებული იყო მძიმე მდგომარეობით გადაყვანილი. როგორი პროცენტული დაფარვა იყო დამწვრობის, ამას, ალბათ, კლინიკა განსაზღვრავდა. ჩვენი მოვალეობა იყო, რომ ოპერატიულად გადაგვეყვანა დაშავებულები კლინიკაში,” – განაცხადა ნათია გედენიძემ.

დღეს, 4 აგვისტოს, თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, გუდაუთის ქუჩაზე ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. ძლიერი ცეცხლის ჩაქრობას 14-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და ერთი ვერტმფრენი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

ხანძარი ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. 04.08.2015. ფოტო: გუკიგიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი