ტრაგედია დღეს გაბაიძეების ოჯახში მოხდა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, მდინარეზე იმყოფებოდნენ ბებია, დიდი ბებია და შვილიშვილი. ,,ასე ყვებიან, რომ თავდაპირველად მდინარემ თითქოს ბავშვი გაიტაცია, ბებია ბავშვს გაყოლია. როგორც ჩანს, ვერ მიუსწრო. მდინარე იმდენად პატარაა, შეუძლებელია ქალი დაეხრჩო. ეტყობა ბავშვი რომ ნახა გარდაცვლილი, გული გაუსკდა,’’ – უთხრეს ,,ბათუმელებს’’ ქობულეთის გამგეობაში.