ახალი ამბები

მაჭავარიანის თქმით, იტალიასთან ფრენების შეწყვეტა განიხილება

5 მარტი, 2020 • 1158
მაჭავარიანის თქმით, იტალიასთან ფრენების შეწყვეტა განიხილება

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი აცხადებს რომ მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს, თუმცა არ ამბობს როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას:

“არ დაგიმალავთ ეს განხილვის თემაა. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ეს საკითხი განიხილება.. ყოველდღიურ შეხვედრებზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად ფრენების შეწყვეტასაც განვიხილავთ.”

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2 მათგანს იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2-ს – ირანში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოთხი მარტის მდგომარებით იტალიაში კორონავირუსით ინფეცირების სულ 2 502 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ამ დროისთვის გარდაცვალების 80 შემთხვევაა ფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი