ახალი ამბები

წულუკიანი: ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს

4 აგვისტო, 2015 •
წულუკიანი: ვისურვებდი, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს

“სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადიციების თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, მე რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რადგან მათ მეთოდი შეცვალეს და ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე. პოლიცია უნდა იყოს პირველ რიგში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი”, – თქვა მინისტრმა დღეს, 4 აგვისტოს მედიასთან საუბარში.


დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გაუქმდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი