ახალი ამბები

კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა

5 მარტი, 2020 • 6003
კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის მე-4 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მე-4 ინფიცირებულიც საქართველოს მოქალაქეა. ის იტალიიდან კვირას ჩამოვიდა და საავადმყოფოს, თავისით მიმართა გუშინ. გუშინვე ჩატარდა კვლევა, რომელმაც კორონავირუსი დაადგინა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ის იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს პაციენტის კონტაქტების იდენტიფიცირება და კვლევა.

მისივე განმარტებით, განსხვავებით წინა 3 შემთხვევისგან, ბოლო შემთხვევა კლინიკურად “უფრო საყურადღებოა”.

ამ დროისთვის საქართველოში სულ 4 ადამიანია ინფიცირებული საქართველოში. 2 მათგანს იტალიაში მოგზაურობის გამოცდილება აქვს, ხოლო 2-ს – ირანში.

ამავე თემაზე

კორონავირუსით დაავადებული მე-4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

მასალების გადაბეჭდვის წესი