ახალი ამბები

ანონსი: 4 აგვისტო

3 აგვისტო, 2015 •
ანონსი: 4 აგვისტო

10:30 “კვირას” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფორმები პროკურატურასა და უშიშროებაში, ვიზალიბერალიზაცია, საჯარო სამსახურის რეფორმა და სხვა მიმდინარე საკითხები.

 

10:30 სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ავიაკომპანია “ატლასგლობალს” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

11:00 ვაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება” ვაკის გამგეობასთან ერთად 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს.
მის: ფალიაშვილის ქ. #41
საკონტაქტო პირი კახა მამულაძე – 577 23 00 26

12:00 “დევნილთა პარტია” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკმაყოფილო დევნილები დევნილის სტატუს ტოვებენ.
მის: ნუცუბიძის ქ. #2
საკონტაქტო პირი ქეთი – 598328209

 

12:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებისა” და “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ინიციატივით, სასტუმრო “ვერე პალასში”, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, სამთავრობო სტრუქტურების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა: “მეწარმეები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში”, გაიხსნება.
მის: ქუჩიშვილის ქ. # 22/24
საკონტაქტო პირი სალომე ტორჩინავა – 557 75 65 33

12:00 სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში” საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წევრი ადვოკატები “ადვოკატებისთვის ფულის გათეთრების პრევენციული ზომების თაობაზე” სახელმძღვანელოს პრეზენტაციას გამართავენ.

12:00 დევნილობაში მყოფი ბიზნესმენის, არჩილ ვეკუას ადვოკატები – ამირან გიგუაშვილი და ლაშა ნოდია “ინტერპრესნიუსის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ და შვეიცარიის ელჩის, გიუნტერ ბეხლერის მიერ ქართველი ბიზნესმენის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დოკუმენტურ მტკიცებულებებს და საგამოძიებო ფილმს წარადგენენ.
მის: იოსებიძის ქ. #49

13:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 

14:00 თბილისის იუსტიციის სახლში ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა გაიმართება.
მის: სანაპიროს ქ. #2, თბილისის იუსტიციის სახლი

4 აგვისტო
4 აგვისტო

მასალების გადაბეჭდვის წესი