ახალი ამბები

თბილისის ბიუჯეტი, თითქმის 47 მილიონი ლარით გაიზარდა

4 აგვისტო, 2015 •
თბილისის ბიუჯეტი, თითქმის 47 მილიონი ლარით გაიზარდა

როგორც გიორგი ხელაიამ თქვა, მათ შორის საგულისხმო, თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედაგად დატრიალებული ტრაგედიის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრა, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის და უეფას სუპერთასის ხელშეწყობისათვის საჭირო თანხების მოპოვებაა.

 

მერის მოადგილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით ავარიული შენობების გასამაგრებლად, მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების მობილიზების კუთხით, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზოოლოგიური პარკის მოწყობისა და სპორტული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დროული გადაჭრისთვის, აუცილებელია ბიუჯეტიდან თანხების გადანაწილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი