როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, ტურისტები არ დაკარგულან. მათი ცნობით, ბელორუსი ტურისტი კლდეზე ასვილს დროს გადმოვარდა და ადგილზევე დაიღუპა.
“მეორე ადამიანი არის აბოსლუტურად უვნებელი და ჯანმრთელი, მაგრამ ცუდ ადგილზე, კლდის პირზეა შემორჩენილი და საჭიროებს დახმარებას. ამ წუთებში ვერტფრენი გაფრინდა და სამაშველო წაიყვანა მესტიაში. ასე რომ, სამაშველო ღონისძიება უკვე დაწყებულია,” – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.