ახალი ამბები

ვინ როგორ შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში

4 მარტი, 2020 • 1401
ვინ როგორ შეაფასა ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში

დღეს, 4 მარტს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის დიდმა ნაწილმადა სხდომათა დარბაზში არ შევიდა. მოსხენების შემდეგ კი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილის მოხსნებას განსვავებული შეფასებები მისცეს.

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და მიმართულება მოიცვა, ოპოზიცია კი მოხსენებას “წყალწყალას” უწოდებს.

“ქართცული ოცნების” წევრი გია ვოლსკის თქმით, თავად რომ ყოფილიყო ტრიბუნასთან, ისიც იმავე თემებზე ისაუბრებდა, რაზეც ზურაბიშვილმა გაამახვილა ყურადღება:

“მე რომ ვყოფილიყავი ტრიბუნასთან, იგივე თემებზე გავაკეთებდი აქცენტს. ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმულია მისაცემი, მეტი კარგი მაგალით,ი მით უმეტეს რომ საქართვლეოს თავის ტრადიციებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გმოამდინარე, უამრავი ასეთი კარგი მაგალითი აქვს” – ამბობს გია ვოლსკი.

მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე მათ შორის, სიღარიბესა და დეოკუპაციაზე ისაუბრა:

“როგორც ეს კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გათვალისწინებული, პრეზიდენტმა ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კი ამ ქვეყანაში არის დეოკუპაცია და ამ გზაზე სწორად სიარული ქართვლეი ხალხის და ხელისუფლების მიერ. ასევე არის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და ვისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს დინამიკა. თუ ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ სიძულვილის ნაცვლად სიყვარულით სჯობია საქმეს მივუდგეთ, ეს არის ყველაზე სწორი მესიჯი, რომელიც შეიძლება პრეზიდენტმა გააჟღეროს” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

განსხვავებული შეფასება აქვთ ზურაბიშვილის გამოსვლაზე ოპოზიციაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ზურაბიშვილსი გამოსვლას “წყალწყალას” უწოდებს და ამბობს, რომ მოხსენება პრეზიდენტის გმაოსვლას არ ჰგავდა:

“მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო წყალწყალა გამოსვლა, რომელიც არ ჰგავდა პრეზიდენტის გამოსვლას. ილაპარაკა ყველაფერზე, ფეხბურთზე – ბელარუსს რომ შევხვდებით, “შტანგისტებზე,” ღვინოზე და არცერთი სერიოზული საკითხი არ დაუსვამს, მათ შორის, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, ამაში თვითონაა დამნაშავე. როდესაც მან დაინახა ცარიელი სკამები და გული დაწყდა, რომ ოპოზიცია არ ესწრებოდა, უნდა შევახსენოთ ქალბატონ სალომეს, რომ როდესაც ის გამოვიდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი, გაეროს ტრიბუნიდან და განაცხადა, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და სწორედ ამ დიდი ტყუილის გამო, რომელიც ივანიშვილმა ათქმევინა ამ მაღალი ტრიბუნიდან, არის ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში” – ამბობს რომან გოცირიძე.

გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც ზურაბიშვილმა ევროკავშირზე ისაუბრა. ენმ-ის დეპუტატი მიჩნევს, რომ განცხადება ევროსკეპტიკური იყო და ზურაბიშვილის განსახილველი არაა ევროკავშირის პრობლემები:

“პირველივე მისი გამოსვლა იყო ის, რომ თურმე ევროკავშირი ინგრევა, რომ მოხდა ბრექსითი, გავიდა დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირში ახალი ცხოვრება იწყება. ქალბატონი სალომეს განსახილველი არ არის ევროკავშირის პრობლემები, ევროსკეპტიკური განცხადება იყო. დღეს მოვუწოდე მას, რომ არ მოიქცეს ისე, როგორც წინა გამოსვლებისას და ნუ ახსენებს ჩრდილოელ მეზობლებს. როდესაც რუსეთის ნაცვლად მორცხვად ამბობენ “ჩრდილოელი მეზობელი”, თქვი რა რუსეთი. დღეს ახსენა, რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებსო.

რომ აგრძელებს, ამას ქვეყნის პრეზიდენტი კი არა ნებისმიერი რუსი პოლიტიკოსი იტყვის. უნდა ეთქვა, თუ რა ხდება, როგორ ხდება საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ადამიანების მკვლელობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გატაცება, როგორი პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში და ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა უნდა განიხილოს პრეზიდენტმა. ეს იყო აბსოლუტურად ფორმალური შეხვედრა,”- უთხრა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2-ს”.

ეკა ბესელია კი ზურაბიშილის გამოსვლის იმ ნაწილითაა უკმაყოფილო, სადაც პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანას ამ კუთხით უდავო პროგრესი აქვს:

“იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ვარ. რამდენადაც ვიცნობ ქალბატონ სალომეს, მგონია, რომ სწორედ მისი წარსულიდან გამომდინარე, პოლიტიკურ გამოცდილებას ვგულისმობ, უნდა დარქვას იმ  მოვლენებს რაც ქვეყანაში ხდება, თავისი სახელი.

დღეს რთული პოლიტიკური კრიზისია. არ არის გასაიგივებელი მმართველი პარტია ქვეყნის ინტერესებთან და თუ მმართველ პარტიას ადანაშაულებ რომ არსწორი მიმართულებით მიდის, ეს ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. როდესაც ყველა საერთშორიოს ორგანიზაცია აკრიტიკებს მმართველ პარტიას სასამართლოსთან დაკავშირებული გადაწყვეიტლების გამო, იმის თქმა, რომ პროგრესია[ამ სფეროში] ჩეთვის შოკის მომგვრელი იყო. ეს არ არის მხოლოდ გამოწვევა, ეს დემოკრატიის განსაზღვრის ფუნდამენტია” – ამბობს ეკა ბესელია.

იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა ზურაბიშვილის მოხსენება პარლამენტის უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი თამარ ხულორდავასთვის. ხულორდავას შეფასებით, “რბილად რომ ვთქვათ უცნაურია ასეთი ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე”:

“პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ვუსმენ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დემოკრატიული ღირებულების და ინსტიტუტების პატივისცემა არის ის მიზეზი, რის გამოც არც მიფიქრია სხდომისთვის ბოიკოტის გამოცხადება. აქ ვარ, მაგრამ სამწუხაროდ საოცრად იმედგაცრუებული…

2019 წელი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იყო საზოგადოების პროტესტით, შიდა თუ გარე გამოწვევებით, პოლიტიკური ბატალიებით და ამ ფონზე, რბილად რომ ვთქვათ უცნაურია ასეთი ზოგადი გამოსვლა ყველაფერზე და არაფერზე. სწორედ ამ დარბაზიდან დაიწყო დიდი რყევები გასული წლის ივნისში და მეგონა, სულ მცირე ამ მოვლენის შეფასება მოხვდებოდა პრეზიდენტის გამოსვლაში, თანმდევ პოლიტიკურ პროცესებთან ერთად. თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტს, ძალიან არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ როლზე… სამწუხაროა”, – აცხადებს ხულორდავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი