ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები გადაფასებას ითხოვს

4 მარტი, 2020 • 710
ზურაბიშვილი: ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები გადაფასებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მკივნეული სოციალურ-პოლიტიკური პრობლემებია, რის დაძლევასაც მეტი ინიციატივა და სოლიდარობა სჭირდება ეკონომიკაში.

ზურაბიშვილი აღნიშნას, რომ “ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც, გადაფასებას ითხოვს. პრეზიდენტის თქმით, იმის ხელშეწყობა უნდა მოხდე,ს რაც “ბუნებრივი და ტრადიციულია”:

“ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო. ეს, ამავე დროს, ნიშნავს იმას, რომ უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და მეტი სოლიდარობა ეკონომიკაში.
ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს.

ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება – რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს.ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება – სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი