ახალი ამბები

კორონავირუსის პრევენციისთვის მატარებლებსა და სადგურებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ – რკინიგზა

4 მარტი, 2020 • 1289
კორონავირუსის პრევენციისთვის მატარებლებსა და სადგურებს დეზინფექცია ჩაუტარდებათ – რკინიგზა

“საქართველოს რკინიგზის: განცხადებით, „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება“.

გარდა ამისა, კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა სამგზავრო მატარებელსა და სადგურზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპანსერები.

ამასთან ერთად, “საქართველოს რკინიგზის” განცხადების თანახმად, „სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით“.


აქამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის, დეზინფექციის ჩატარების შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს. გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, დამუშავებულია 54 მიწისქვეშა გადასასვლელიც.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულოს – არ დამალონ საზღვარზე სიმპტომები, იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეები თვითიზოლაციაში მოექცნენ და ა.შ.

მთავარ ფოტოზე: მატარებლის დეზინფექცია/საქართველოს რკინიგზა

მასალების გადაბეჭდვის წესი