თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

აღნიშნული რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

მერიის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში შემდეგი სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება: მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი.

ამასთან, მერიის თქმით, დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება და სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები.