ახალი ამბები

კორონავირუსი: თბილისში, 54 მიწისქვეშა გადასასვლელი ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდა

1 მარტი, 2020 • 1641
კორონავირუსი: თბილისში, 54 მიწისქვეშა გადასასვლელი ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდა

“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.

კომპანიის განცხადებით, სამუშაოები, მათ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო
დღეებშიც განხორციელდება.

ამასთანავე, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

მერია: მუნიციპალური ტრანსპორტი და ბაგა-ბაღები სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

მასალების გადაბეჭდვის წესი