ახალი ამბები

ჰარცელი: ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა

4 მარტი, 2020 • 897
ჰარცელი: ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებში შეთანხმება შესაძლებელია, ვინაიდან ორივე მხარე მზად არის კომპრომისთვის.

“ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა იქნება, მაგრამ კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს. არსებობს იმის სხვადასხვა სცენარები, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არაფერი არ არის გარანტირებული, მაგრამ შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ძალიან დიდი სიკეთის მომტანი ქვეყნისთვის. ეს წარმატება დიალოგში პარტნიორებისთვის ნიშანი იქნება, რომ საქართველოში მიმდინარეობს ცვლილებები, იმისდა მიუხედავად, რომ სირთულეები ჯერ კიდევ რჩება”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის ნაბიჯი, მოლაპარაკება თუ არ შედგება, ჰარცელმა აღნიშნა, რომ “ცხოვრება გრძელდება” და ევროკავშირი და სხვა პარტნიორები საარჩევნო წელს პროცესების მიმდინარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.

კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანს “ტვ პირველი” ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი