საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგის ფარგლებში, “ნაციონალური მოძრაობა” და “მისი განაყოფი” ცდილობს “ტყვეობაში აიყვანოს” ოპოზიციური სპექტრი და ხალხის ინტერესებითა და მანდატებით ვაჭრობს.
პარლამენტის თავმჯრომარე აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი ადამანები, რომლებიც ამას ხედავენ:
“რასაც ოპოზიციის ერს ერთი ნაწილი აკეთებს, ეს ერთი მხრივ, არის ხალხის ინტერესებით და მანდატებით ვაჭრობა. მეორე მხრივ, ზუსტად ეს პოლიტიკური ჯგუფი ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს ტყვეობაში აიყვნაოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ და ეს მოლპარაკებების პროცესში ჩანს. ყველა მინუს ნაციონალური მოძრაობა და მისი დანაყოფები ამ მომენტში რეალურად აფასებენ შეთავაზებებს და პირობებს, რომელიც მოლაპრაკებების მაგიდაზე არსებობს” – ამბობს თალაკვაძე.
როგორც ცნობილია, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მზადაა საარჩევნო კანონმდებლობაში ასახოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნებში მინიმუმ 40 პროცენტს ვერ მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა საარჩევნო ფორმულამ უნდა უზრუნველყოს ამ პრინციპის დაცვა. მამუკა მდინარაძემ დღეს ორი მოდელი ახსენა 110/40-ზე და 100/50-ზე.
ოპოზიციის პოზიციაა, რომ პარტიამ მთავრობის დასაკომპლექტებლად მინიმუმ ხმების 40% მაინც უნდა მიიღოს, რაც რიცხვებში 130/20-ზე ფორმულას ნიშნავს ანუ 130 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 20 – მაჟორიტარულით.