ახალი ამბები

მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტი დავნერგეთ

3 აგვისტო, 2015 •
მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტი დავნერგეთ

“დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გაგრძელდება ის პროექტები, რაც ვერ მოვასწარით. გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ელექტრონულ მონიტორნგზე გადასვლა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო, მაგრამ ყველაფერი მზად არის ამისთვის. ბატონი კახი ამ საქმეს ღირსეულად გააგრძელებს. ქალთა გრძელვადიან პაემნებს, შეპირებული ვიყავი და ვერ მოვასწარი, და აქედან ბოდიშს ვუხდი მათ. წამოწყებული გვქონდა 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა დაწესებულების მშენებლობა უნდა დაგვეწყო წელს და იმედია, წელსვე დაიწყება პროექტის განხორციელება. მართლაც რევოლუციური ცვლილებები მოხდა ამ სისტემაში. ახალი, ევროპული სტანდარტი დავნერგეთ ამ სისტემაში. დარმწუნებული ვარ, ამის შედეგებს სულ მალე საზოგადოებაც იგრძნობს და ის მსჯავრდებულები, რომლებიც ელოდებიან თავისუფლებას ყოველ დღე. ისინი, ვინც ღირსეულად იხდიან სასჯელს, შეუმსუბუქდებათ იქ ყოფნა, ხოლო ისინი, ვინც წესრიგს არღვევს, იმათთვის გაიხსნება ნომერ მე-6 დაწესებულება”, –  განუცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს. 

 

როგორც მღებრიშვილმა თქვა, როდესაც მინისტრის პოსტი სოზარ სუბარმა დატოვა, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისთვის თბილი სიტყვები არ დაიშურა და მისი მიზანი იყო, რომ არანაკლები მასზეც ეთქვათ. ამ მიზანს როგორც ექს მინისტრი ამბობს, მიაღწია. 

 

“ამაყი ვარ რომ კარგი შედეგები დაიდო, ამაყი ვარ რომ პრემიერ მინისტრმა სწორი შეფასებები მისცა იმას, რაც ჩვენ ვიშრომეთ და გავაკეთეთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად პრემიერმა კახა კახიშვილი დანიშნა. კახა კახიშვილი 2014 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი პრემიერმა შს მინისტრად დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი