10:00 საათზე თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ჟურნალისტებს თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესის დაწყების დეტალებს გააცნობს.
11 საათზე, ბრაზილიაში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსამდე WorldSkills Georgia გამარჯვებული საქართველოს გუნდის გასამხნევებელი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები სხვადასხვა პროფესიაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ოფისი,
რუსთაველის გამზირი 42 / გრიბოედოვის ქუჩა 31ა, მეხუთე სართული
11:00 ზე პორტალ ,,კვირას’’ პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:30- ზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს თემაზე: ,,უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები, პრემიები, დანამატები და ცხოვრების ხარჯები – რა უჯდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საქმიანობა?“ მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში დენის დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რატომ აიძულებს განათლების მინისტრი სანიკიძე პროფესიულ კოლეჯების მუშაკებს იმუშაონ მთელი ზაფხულის განმავლობაში და რა სარჩელით მიმართა სასამართლოს პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ.
18:00 საათზე, საქართველოს ეზიდთა ტაძარში ჩატარდება გასული წლის 3 აგვისტოს ერაყში დაწყებული ეზიდთაგენოციდის შედეგად დაღუპულთა სულებისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ლიტურგია. ასევე სათემო ცენტრის დარბაზშიგაიმართება გამოფენა. პროგრამას დაასრულებს საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური დენომინაციებისლიდერთა ერთობლივი ლოცვა მშვიდობისათვის. მისამართი: ქ.თბილისი, ვარკეთილის რაიონი, მე-3 და მე-4 მიკრო რაიონებს შორის, ჯავახეთის ქუჩა. საკონტაქტო პირი: აგიტ მირზოევი, საქართველოს ეზიდთა სახლის ხელმძღვანელი – 599551897