ახალი ამბები

სუბარი სამხედრო ჰოსპიტალში შეჭრილებზე: მოინდომეს აქ მიტინგების გამართვა

31 ივლისი, 2015 • • 1046
სუბარი სამხედრო ჰოსპიტალში შეჭრილებზე: მოინდომეს აქ მიტინგების გამართვა

მინისტრის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრომ ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა დევნილთა და განსახლების სამინისტროს  2014 წლის 8 აპრილს გადასცა, რის შემდეგაც შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება და გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელ ფართს 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. 

 

მინისტრის თქმით, 2014 წლის ნოემბერში შენობიდან 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი ქირით გაიყვანეს, მათგან 20 ოჯახს კი, როგორც სუბარი ამბობს, აღმოაჩნდა საკუთრება, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ საცხოვრებლით ვერ უზრუნველყოფენ.

 

“დევნილები შენობიდან გაყვანილ იქნენ 2014 წლის ნოემბერში, ხოლო ტენდერმა 2015 წლის ივლისამდე დააგვიანა, იმის გამო, რომ შენობაში გაჩნდა ხანძარი (ემსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე) და საჭირო გახდა ობიექტისათვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შენობაში დარჩენილ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქალაქის მერია სთავაზობს 2015 წლის სექტემბერში ორხევის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში გადაყვანას, სადაც ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სექტემბრამდე კი, ყველა ოჯახს სთავაზობს ქირის თანხის დაფარვას 500 ლარის ფარგლებში. მერია ვერ და არ დააკმაყოფილებს ფსევდოსოციალურ დაუცველებს. რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, მათ ამ შენობიდან აუცილებლად გავიყვანთ, ნებაყოფლობით, ძალადობის გარეშე. დაკანონებით არ დავუკანონებთ. თუ არ დაემორჩილებიან კანონის მოთხოვნებს, მაშინ სხვა მეთოდები იქნება. რადგან ვეფერებით, მოვიდნენ და მოინდომეს აქ მიტინგების გამართვა და ძალადობა. კატეგორიულად მოვითხოვთ დაცალონ ეს საცხოვრებებლები, კანონის შესაბამისად მიიღებს ყველა ბინას”, – აცხადებს სოზარ სუბარი.


სოზარ სუბართან შეხვედრის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა დევნილთა სამინისტროსთან. აქცია გამოსახლების შეჩერების პროცესისა და მათი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გამართეს. მიტინგის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და სამინისტროს შენობაში შესვლა სცადეს.


აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორხევში, სადაც მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფას გეგმავს მერია, ცხოვრება არ სურთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი