ახალი ამბები

სამინისტრო: 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებში რჩება, 117 – კარანტინში

1 მარტი, 2020 • 800
სამინისტრო: 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებში რჩება, 117 – კარანტინში

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსი ნფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო სივრცეებში იმყოფება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გარდა ამისა 85-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მათი ნაწილი თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს. ამასთან, ბოლო მონაცემებით არ გაზრდილა კორონავირუსით ინფიცირების დადსტურებული შემთხვევები:

“ქვეყნის მასშტაბით 41 ადამიანი იმყოფება ინფექციურ დაესებულებებში. აქედან 3 შემთხვევა არის დადასტურებული და გადიან შესაბამისი მკურნალობის კურსს. საკარანტინო დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით მოთავსებულია 117 ადამიანი ხოლო 85-მა ადამიანმა დატოვა სამედიცინო დაწესებულება, გაიარა კვლევები.

თუმცა გარკვეული რაოდენობის ადამიანს აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიცემული. რაც გულისხმობს რომ შესაბამისი სამსახურები ახდენენ მუდმივ მონიტორინგს მათ საცხოვრისთან დაკავშირებით და თუ რამდენადაა დაცული იზოლაცია” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კორონავირუსი: აეროპორტებსა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში საველე კარვები მოეწყობა

გამყრელიძე: თვითიზოლაცია ჰუმანური აქტია კორონავირუსის პრევენციისთვის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი