ახალი ამბები

გამყრელიძე: თვითიზოლაცია ჰუმანური აქტია კორონავირუსის პრევენციისთვის

1 მარტი, 2020 • 2148
გამყრელიძე: თვითიზოლაცია ჰუმანური აქტია კორონავირუსის პრევენციისთვის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს არ დამალონ სიმპტომები საზღვრის გადმოკვეთისას და დაიცვან რეკომენდაციები თვითიზოლაციასთან დაკავშირებით.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მგზავრი საზღვრის გადმოკვეთამდე სიცხის დამწევ საშუალებას იყენებს, რათა საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდეს:

“მათზე ვრცელდება ორი რეჟიმი თვითიზოლაციის და კარანტინის რეჟიმი. ვისაც აქვს სიმპტომები საზღვარზე ისენი გადადიან კარანტინში, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იციან რომ აქვთ გარკვეული ტემპერატურა და იღებენ წინასწარ სიცხის დამწევ საშუალებას, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე და ამით დროებით იმალება სიმპტომი. ამიტომ, ვთხოვ ყველას ვინც ბრუნდება საქართვეოში რომ ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზღვარზე ” – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმით, ეს პირველ რიგში ისევ იმ ადამიანების ჯანმრთლობითვისაა საჭირო ვისაც შესაძლოა კორონავირუსული ინფექცია ჰქონდეს, ამასთან თვითიზოლაცია აუცილებელია იმ ადამიანების დასაცავადაც, რომლებიც მათ ირგვლივ იმყოფებიან:

“ამით ვიცავთ როგორც მათ ასევე მათ ირგვლივ მყოფებს. ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, აუცილებელია თვითიზოლაციის დროს დაცული იქნეს ის პირობები რაც მათ რეკომენდაციით სახით ეძლევათ. თუ რომელიმე მათგანს არ აქვს თვითიზოლაციის საშუაება დააფიქსიროს და იქნებიან გადაწყვანილი კარანტინში. ეს არის სერიოზული ჰუმანური აქტი რომ პრევენცია გავუკეთოთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი