10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ (შეხვედრების ოთახი 5) საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს ყველა რეგიონის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი.
11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლაშა ციბაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში, 1 აგვისტოდან, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროფესიული განათლების სისტემაშიმიმდინარე რეფორმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: დავით კობახიძე 593737377
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “კონკურენციის საგენტოს დასკვნა ბაზარზე არსებული მდგომარეობის ადეკვატურია”, “რატომ გაათავისუფლა კომპანია სოკარმა 400 – ზე მეტი თანამშრომელი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
13:00 საათზე , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეხვედრას მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეებთან – თამაზ მოდებაძესა და თენგიზ აბაზაძესთან.
15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება აქცია. აქციაზე ორგანიზაცია გააპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აქციის „არა პანორამა“ დროს დაკავებული პირების მიმართ და სასამართლოში წარადგენს სააპელაციო საჩივარს აქციის მონაწილეების საქმეზე, რომლებიც სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისათვის დააჯარიმა.