“რასაკვირველია, საპასუხო ქმედებები მოჰყვება ამას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციების გახანგრძლივებას მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ, მათ შორის საქართველო არ არის, თუმცა, რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო ამ რეგიონებიდან წარმოებულ პროდუქციაზე ევროკავშირის მიერ დაწესებულ შემზღუდავ ზომებს საქართველო კვლავ შეუერთდა.