ახალი ამბები

Alitalia Georgia თბილისი-რომის ავიარეისის გადადების მიზეზს განმარტავს

30 ივლისი, 2015 •
Alitalia Georgia თბილისი-რომის ავიარეისის გადადების მიზეზს განმარტავს

“თვითმფრინავი რომიდან ტექნიკური მიზეზების გამო 2 საათით გვიან გამოფრინდა. შესაბამისად, აქედან უფრო გვიან უნდა შესრულებულიყო რეისი, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, რომის აეროპორტმა არ მოგვცა უფლება 18:00 საათზე ადრე გაფრენილიყო თბილისიდან”, – განუცხადეს კომპანია Alitalia Georgia-ში ნეტგაზეთს.


კითხვაზე, რატომ განუცხადეს მგზავრებს, რომ რეისის გადადების მიზეზი ეკიპაჟის გადაღლაა, კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.


“ჩვენი კომპანიის წარმომადგენელმა მგზავრებს განუცხადა რეალური მიზეზი, თუმცა, რატომ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, არ ვიცით. შესაძლოა, ვინმემ ნახა ეკიპაჟი, რომელიც დასასვენებლად მიდიოდა და ამიტომ იფიქრეს ასე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი