დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით დაკვირვების ქვეშ 29 ადამიანია.
დღეისათვის უკვე დადასტურებულია კორონავირუსის 2 შემთხვევა. გამყრელიძე “დიდი ალბათობით” არ გამორიცხავს, რომ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.
“დღეს აღებულ იქნა 24 სინჯი და მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარში. აქედან, დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. მაგრამ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. ევროპაში სერიოზული ზრდაა ინფექციის, მთლიანად მსოფლიოში 51 ქვეყანაშია დადასტურებული შემთხვევები. გუშინდელიდან დღემდე 6 ქვეყანაში დაემტა ახალი შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ფრენების აკრძალვები და მკაცრი რეჟიმები შეკავების თვალსაზრისით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ, ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა, სავარაუდო ინფიცირებულთა იზოლაციაზე, თვითიზოლაციაზე და სამედიცინო დახმარებაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.