ახალი ამბები

ახალქალაქში ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის 4 თვის ბავშვიც არის

27 თებერვალი, 2020 • 748
ახალქალაქში ავარიის შედეგად დაშავებულებს შორის 4 თვის ბავშვიც არის

ახალქალაქში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად გუშინ, 26 თებერვალს 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 თვის ბავშვიცაა. ავარია კოთელიასა და ტურცხის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Jnews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყველა მათგანი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. როგორც გამოცემა წერს, ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალში მათ განუცხადეს, რომ ყველა დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი