დავით ხუროშვილის თქმით, საკუთარი ბაღში რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა დააპატიმრეს. იგი 4 დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდა.
“ხელები მაღლაო. გავჩერდი, მეც რა უნდა მექნა, ან სად უნდა გავქცეულიყავი ჩემი საკუთარი ნაკვეთიდან. შეიარაღებული იყვნენ. თავიანთ მავთულხლართებზე ფეხით შედგენ, ისე გადამიყვანეს, ჩაზნიქეს. ახლა მოვლენ ოსის ბიჭები და იმათ დაელაპარაკებიო. მოვიდა ცხინვალის უშიშროება და წამიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. შაბათი-კვირა იქ გავატარე, ორშაბათს სასამართლო მქონდა, 2000 რუბლი მოგიწევს გადახდაო. გადამიხადეს, მოვიდნენ ჩვენი ბიჭები და წამომიყვანეს ერგნეთიდან”, – უთხრა “რუთავი 2”-ს დავით ხუროშვილმა.