ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჟურნალისტს: ატეხილი ხარ და მიიღებ ყბებში

28 ივლისი, 2015 •
თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ჟურნალისტს: ატეხილი ხარ და მიიღებ ყბებში

პოსტის ადრესატი ჟურნალისტი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილია. დარსალიას გაღიზიანება გელა მთივლიშვილის იმ პოსტებმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე ეს უკანასკნელი “დაბლოკეს” და მის კომენტარებს შლიდნენ.


დარსალიას მტკიცებით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან მთივლიშვილი გვერდზე 8 თვის წინ იყო დაბლოკილი, ხოლო წვდომა მან აღუდგინა. თავის მხრივ ამ ინფორმაციას უარყოფს მთივლიშვილი და ამბობს, რომ ორიოდე თვის წინ გვერდზე კომენტარებს თავისუფლად წერდა.


სწორედ ამ დისკუსიას მოჰყვა დარსალიას ანგარიშიდან ზემოხსენებული პოსტი “ყბებში მიღების” შესახებ. ნეტგაზეთმა იმედა დარსალიას ჰკითხა, ნამდვილად მან დაწერა თუ არა თავისი ანგარიშიდან ზემოხსენებული პოსტი. მან SMS-ით გვიპასუხა და დაადასტურა, რომ ეს მისი პოსტია:


“ის არ გაინტერესებთ მანამდე შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომ დაწერა მთივლიშვილმა? რა თქმა უნდა, ჩემი სიტყვებია და აუცილებლად მიიღებს როცა საჯარო სამსახურში აღარ ვიქნები”, – გვიპასუხა დარსალიამ.


ზემოხსენებული საჯარო პოსტი და დისკუსია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე.

 

Gela Mtivlishvili მეც ასე საჯაროდ გწერ. საერთოდ არ მაინტერესებს თმენის ვალდებულება. ხოდა გეტყვი შენ 8 თვის წინ ყოფილხარ …

Posted by Imeda Darsalia on Tuesday, July 28, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი