”თბილისში ასეთი 38 000 ოჯახი ცხოვრობს. კომუნალური ვაუჩერით კი სარგებლობდა 380 000 ოჯახი, მათ შორის დაახლოებით 56 000 ოჯახი, რომელიც ასევე ღარიბად აღიარა სახელმწიფომ და მათ 70 000-ზე მეტი ქულა აქვთ,”- აცხადებს აბესაძე.
თბილისის საკრებულოს წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით კი, სულ უფრო გაუგებარი ხდება ქულების მინიჭებისა და მოხსნის პროცესი.
”რაზეც ახლა მერიამ მსჯელობს, ეს არის დაცინვა და აბუჩად აგდება. თუ ვარაუდობდნენ საბიუჯეტო წლის დასაწყისში, რომ იმდენი შემოსავალი არ ექნებოდა ქალაქს, რომ ვაუჩერები დაერიგებინა, თავიდანვე გვეფიქრა მაშინ ამაზე და არა ახლა,”- აცხადებს ელისაშვილი.
გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დგინდება, ვის უნდა გადაეცეს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
”სოციალურად დაუცველებისათვის ალბათ უნდა გაიზარდოს ვაუჩერის ფინანსური მხარე, ხოლო ვისაც არ სჭირდება, იმას არ უნდა მიეცეს. 70 000 ქულაზე არ არის აქ საუბარი, ჯერ უნდა დადგინდეს, ვინ არის სოციალურად დაუცველი და ვინ არა. ქულების რაოდენობა კი საბოლოოდ ფორმირებულ სახეს მიიღებს,” – აცხადებს ალიბეგაშვილი.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით კი, კომუნალური ვაუჩერები გამორმაგდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანებისათვის.
”ის ნამატიც, რაც იქნება კომუნალურ გადასახადებზე, იმ ნამატსაც თბილისის მერია სრულად დაუფარავს ამ ადამიანებს,”- განაცხადა ნარმანიამ.
კომუნალური ვაუჩერების გაცემის შეცვლილი წესი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.





