დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულმა, მარია შარაპოვამ Vogue და Vanity Fair-ისთვის დაწერილ სტატიაში თქვა, რომ ჩოგბურთელის კარიერას ამთავრებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
შარაპოვას ბოლო ტურნირი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობა იყო, რომლის ფარგლებშიც პირველივე რაუნდში დონა ვეკიჩმა დაამარცხა.
„მე ჩოგბურთს ცხოვრებას ვაძლევდი, ჩოგბურთმა კი მე მომცა ცხოვრება“, – წერს შარაპოვა.
კარიერის განმავლობაში, Business Insider-ის თანახმად, შარაპოვამ საპრიზო თანხის სახით 38 მილიონი დოლარი მიიღო.
გარეკანის ფოტო: EPA