ახალი ამბები

მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

28 ივლისი, 2015 •
მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას მიმართულებით, რომლის ორი გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, ორივე გვირაბი ამუშავდება.

 

“პროექტი, რომლის გახსნასაც დღეს აღვნიშნავთ, ითვალისწინებს მეორე, არსებული, მაგრამ ჯერ ექსპლუატაციაში შეუყვანელი გვირაბის აღდგენას. და პროექტის დასრულების შემდეგ ორივე მიმართულებით იქნება ეს გვირაბები ამუშავებული’,  განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

 

მინისტრის თქმით, მეტროსადგურ უნივერსიტეტის აშენების იდეა 1951 წელს გაჩნდა, თუმცა დღემდე არ დაწყებულა პროექტის განხორციელება.

 

მეტროსადგური უნივერსიტეტი თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური იქნება. მეტროპოლტენის სადგური “უნივერსიტეტი” თსუ-ს მაღლივ კორპუსთან აშენდება.

 

მოლაპარაკებების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან შედგა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი