ახალი ამბები

თბილისში საკურას ხეები დარგეს

26 თებერვალი, 2020 • 2886
თბილისში საკურას ხეები დარგეს

დღეს თბილისში, თსუ-ის ეზოში საკურას ხეები დარგეს.

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ნერგები სხვა უმაღლეს სასწავლებლების მახლობლადაც დაირგვება.

თსუ-ის ეზოში საკურა იაპონიის ელჩთან ,ტადაჰარუ უეჰარასთან ერთად, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დარგეს.

„იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი