ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილების საკითხზე აფრთხილებს

5 აგვისტო, 2015 • • 1165
საქართველოს საგარეო უწყება მოქალაქეებს თურქეთში გადაადგილების საკითხზე აფრთხილებს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში (კერძოდ, არდაჰანის, ერზერუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები) უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან. 

 

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს.  

 

თურქეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ამერიკული საჰაერო დახმარების გამოჩენის შემდეგ, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში განლაგებული ტერორისტული დაჯგუფების, ”სილამური სახელმწიფოს” (ISIS) წინააღმდეგ იბრძოლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი