ახალი ამბები

ანონსი: 28 ივლისი

28 ივლისი, 2015 • • 1378
ანონსი: 28 ივლისი

10:30 “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” დირექტორი თეა გოდოლაზე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დასკვნა და შედეგები, რაც ინსტიტუტმა 13 ივნისის სტიქიის სათავესა და დამეწყრილ ტერიტორიებზე მოამზადა.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

 

11:00 სემეკის გადაწყვეტილებაზე, სამომხმარებლო ტარიფების ზრდასა და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით “ახალი მემარჯვენეების” გენერალური მდივანი მანანა ნაჭყებია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565

 

11:00 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, “დევნილთა პარტიის” თავმჯდომარე ლელა გულედანი ბრიფინგს გამართავს.
მის: შ. ნუცუბიძის 2,
თემა: მიმართვა პრემიერს
საკონტაქტო ინფორმაცია – ქეთი 598328209

 

11:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ზურაბ ჭიაბერაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კახეთის გზატკეცილი #45ა

11:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მეტროს სადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო სამუშაოებს გახსნიან.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და შავიშვილის ქუჩის კვეთაზე, მეტროს სადგურ “უნივერსიტეტის” სამშენებლო მოედანი, შახტა #50

11:00 “პირველ პრესკლუბში” “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, შეწყალების კომისიის წვრების მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

 

11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გიორგი გაბაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კახეთის გზატკეცილი #45ა

 

11:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება.

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია გურული პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” წლების განმავლობაში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის შესაძლო შეზღუდვაზე ისაუბრებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

 

12:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: “ჰეპატიტის მსოფლიო დღე”.
მის: ასათიანის ქ. #9

 

12:00 დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება”, ახალი პროექტის “m2 იპოდრომთან 2”-ის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას, m2-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ბურდილაძე გაუძღვება.
მის: ქავთარაძის ქ. #1, “მ2 გალერეა”

 

12:00 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საფინანსო სექტორის რეგულირების კრებულის პრეზენტაციას გამართავს.
მის: სანაპიროს ქ. #2, მე-5 სართული, საქართველოს ეროვნული ბანკი

 

12:00 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში UEFA-ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას მოეწერება ხელი.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #76ა

12:00 ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, 42 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართის გასაღებები გადაეცემა.
მის: ზუგდიდის მონიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა.

12:45 დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველის ჩაყრება.
მის: ზუგდიდი, ბარამიას ქ. #7

 

14:00 ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

18.00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2015 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ-ის I კორპუსის ეზო

28 ივლისი
28 ივლისი

მასალების გადაბეჭდვის წესი