ახალი ამბები

მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში გადაიყვანეს

26 თებერვალი, 2020 • 1245
მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში გადაიყვანეს

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში ადასტურებენ.

პენიტენციური დაწესებულების ინფორმაციით, ჩოლოიანს გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს, რის შედეგადაც ზუსტ დიაგნოზს დაადგენენ.

ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამენიმე დღით ადრე თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო.

სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 19 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.

რა გამოავლინა გამოძიებამ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელების მიმართ

მასალების გადაბეჭდვის წესი