ახალი ამბები

როგორ დავიცვათ კბილები კარიესისგან

27 ივლისი, 2015 •
როგორ დავიცვათ კბილები კარიესისგან

კარიესი ეს არის პათოლოგიური პროცესი, როცა კბილის მაგარი ქსოვილები მინერალებით ღარიბდება, რბილდება, იშლება და კბილზე ჩნდება ღრუ.

 

კარიესისგან დაცვა, პირველ რიგში, შესაძლებელია კბილის რეზისტენტობის გაზრდით, ანუ გაძლიერებითა და დროული დიაგნოსტიკა-მკურნალობით. პირველს ვაკეთებთ დამოუკიდებლად, მეორეში  გვეხმარება ექიმი სტომატოლოგი.

 

დავიწყოთ თავიდან, ანუ  რას ვაქცევთ ყურადღებას ჩვენ?

 

1. პირველ რიგში, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა – საკვები ნარჩენების და ნადების მექანიკური და ქიმიური წმენდა. ყველაზე საყურადღებო მიდამოები ამ შემთხვევეაში არის კბილის ბუნებრივი ფისურები და კბილებს შორის არსებული შუალედები, სადაც ყველაზე მეტად გროვდება ნადები. ამიტომ პირის ღრუს ჰიგიენის სრულყოფილი დაცვისათვის აუცილებელია  კბილის ჯაგრისის, პასტის, ფლოსისა და პირის ღრუს სავლების კომბინირებული გამოყენება.

 

2. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი და ჯანსაღი კვება –  ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ხელს უწყობს კბილებზე ნადების გაჩენას.  მიღებული ნახშირწყლების რაოდენობასთან ერთად,  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი პირის ღრუში დაყოვნების ხანგრძლივობაც.  მაგალითად, საწუწნი კანფეტი გაცილებით მავნებელია თქვენი კბილებისთვის, ვიდრე შოკოლადი.

 

და კიდევ ერთი მარტივი რჩევა: ყოველი ჭამის შემდეგ პირში წყლის გამოვლება დადებით გავლენას მოახდენს და კბილებიდან ზედაპირულად მაინც ჩამორეცხავს საკვების ნარჩენებს, თან ეს პროცედურა უმარტივესი შესასრულებელია ნებისმიერ პირობებში.

 

3. არანაკლებ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა: როცა ორგანიზმი ჯანმრთელია და აქვს კარგი იმუნიტეტი, ეს თავისთავად ყველა ორგანოთა სისტემაზე აისახება, შესაბამისად, კარიესისადმი მდგრადობაც ასეთ ორგანიზმს მაღალი აქვს.

 

და ბოლოს, 6 თვეში ერთხელ მაინც მივდივართ ექიმთან. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია იმისთვის, რომ ხშირად, კარიესული პროცესები ადრეულ ეტაპზე ვიზუალუად შეუმჩნეველია და მისი დროული აღმოჩენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. დაავადების ადრეულ ეტაპზე დაწყებული მკურნალობა კი კბილების ჯანმთელობის ხანგრძლივად შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

 

“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზე. ასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე.

 

კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე


თბილისი:

(+995 32) 2 731313; (+995) 514 311113

ბათუმი:

(+995) 514 131131 (+995 4 22) 27 11 81, (+995 4 22) 22 30 03

მასალების გადაბეჭდვის წესი